მხოლოდ პოლონეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპასთან დაახლოების გარანტია ვერ იქნება და ამისთვის საჭიროა კონკრეტული ძალისხმევის გაწევა, - ამის შესახებ ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ პოლონეთის პრეზიდენტს ბრონისლავ კომოროვსკისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"პოლონეთი ყოველთვის იყო, არის და იმედი მაქვს, დარჩება საქართველოს მთავარი გულშემატკივარი ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით, თუმცა ვერც პოლონეთის მხარდაჭერა, ვერც ჩვენს მიერ დეკლარირებული ევროპული არჩევანი ვერ გახდება გარანტია საქართველოს ევროპასთან დაახლოების. ამისთვსი საჭიროა კონკრეტული ძალისხმევა", - აღნიშნა თარგამაძემ.
მისი შეფასებით, ეს ძალისხმევა უნდა გამოიხატოს ანტიმონოპოლიური კანონის შექმნასა და პოლიტიკის გატარებაში. შრომის კოდექსის სრულყოფაში, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაში. რაც შეიძლება მეტი ადამიანის დასაქმებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში.
"ეს იყო ის თემები რომელზეც აქცენტი გავაკეთეთ პოლონეთის პრეზიდებთან შეხვედრის დროს", - აღნიშნა თარგამაძემ.