ცხინვალის რეგიონში რეალური ოპოზიცია არ არსებობს. ამის შესახებ განცხადება დღეს პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის სხდომაზე სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი სანაკოევმა გააკეთა.
სანაკოევი კომისიის სხდომაზე ანგარიშით წარსდგა და როგორც მან აღნიშნა, ცხინვალის რეგიონში არცერთ თანამდებობაზე ადგილობრივი არ ინიშნება, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს.
სანაკოების თქმით, გენერალი ბარანკევიჩი მხოლოდ საკუთარი ინტერესების გამოა განაწყენებული და მის ქმედებებს არ შეუძლია დადებითი შედეგები მოუტანოს არც ქართველ და არც ოს მოსახლეობას.
,,ცხინვალის რეგიონში მთლიანად რუსული სტრატეგია ხორციელდება, კოკოითის რეჟიმს კი არც სოციალური და არც პოლიტიკური პროგრამა არ გააჩნია, რაც ოსებისათვის ადრე თუ გვიან დამღუპველი აღმოჩნდება,~ - დასძინა სანაკოევმა.