დღეს, 74 წლის ასაკში, მსახიობი ზურაბ ქაფიანიძე გარდაიცვალა. ზურაბ ქაფიანიძე დაიბადა 1937 წლის 1-ელ აპრილს. 1961 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1961-1964 წლებში მოღვაწეობდა ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის თეატრში მსახიობად. 1964 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" მსახიობია.
1999-2003 წწ. საქართველოს პარლამენტის წევრი. საქართველოს სახალხო არტისტი (1979 წ.), სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1985).
მონაწილეობს 43 ფილმში - ომი და ქორწილი; ახალი არკადია (ივანე);. ნეილონის ნაძვის ხე ; ყველაზე სწრაფები მსოფლიოში ; აქედანა და შენამდე; ბანდიტი აგურის ქარხნიდან (გოგია ინსპექტორი); წიგნი ფიცისა (პაპაი) ; გამოაღეთ ფანჯრები (ანტონი);ძველი სახლი ; თბილისი, პარიზი, თბილისი (ოდიშელიძე); მეცამეტე გოჭი (კუკური)' დათა თუთაშხია (ბექარ ჯეირანაშვილი); ამაღლება (ივანე) ;დაბრუნება; ქალაქი ანარა ; ერთი ნახვით შეყვარება ; ივანე კოტორაშვილის ამბავი (ივანე); მთვარის მოტაცება (ლომკაც თარბა); ბებერი მეზურნეები (მძღოლი); წკიპურტები (მოძალადე); ნერგები (მეურმე); გლადიატორი (ოფიციანტი); დაისი (ცანგალა); გათენების წინ; კარები; დიდოსტატის მარჯვენა (პიპა); ჩერმენი (ბერდია); ჩემი ქალაქის ვარსკვლავი (დურმიშხანი); ფეოლა (ბესიკი, ვიოლინოზე დამკვრელი ); ღიმილის ბიჭები (შალიკო);ფიროსმანი (უშანგი);მოლოდინი (ექვთიმე); ჯვარცმული კუნძული (სიმონა); ტარიელ გოლუა (ბეჟანა); არ იდარდო! (გენერლის ადიუტანტი); ცისკრის ზარები (ჩოფე); ვედრება (ზვიადაური); ალოობა (ბეჟანა); დიდი მწვანე ველი; ლონდრე ; გიორგობისთვე; მიხა (მიხა); ხევსურული ბალადა (აპარეკა);