საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მოლდოვას მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ პარიზი ევროპული ინტეგრაციის გზაზე კიშინეუს გვერდით დგას.
„ჩარევისა და ზეწოლის მცდელობების მიუხედავად, მოლდოვის მოქალაქეების არჩევანი მტკიცედ დადასტურდა. საფრანგეთი მხარს უჭერს მოლდოვას ევროპულ პროექტში, ასევე თავისუფლებისა და სუვერენიტეტისკენ სწრაფვაში“, – წერს ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში.
მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა თითქმის 100%-ის დათვლის შემდეგ, მმართველი, პროევროპული „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ 50.16%-ით ლიდერობს, მეორე ადგილზეა პრორუსული „პატრიოტული ბლოკი“ 24.19%-ით.