საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ნატოს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდა.
ბრიუსელში გამართული აუდიენციის მთავარი თემა ნატო-საქართველოს ურთიერთობები იყო.
აღსანიშნავია, რომ დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის გამართვაც.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნატოს შტაბბინაში ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში ლიტვის ელჩი ლინას ლინკევიჩიუსიც მიიღო და დააჯილდოვა.
ლიტვის მუდმივ წარმომადგენელს ალიანსში დავით ბაქრაძემ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი თავად გადასცა და მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველო ლიტვისგან და პირადად ლინას ლინკევიჩიუსისგან იღებს.