საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების შესახებ შემუშავებულ დოკუმენტს, რომელსაც გუშინ მმართველმა და ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ ხელი მოაწერა, კიდევ ერთი პოლიტიკური სუბიექტი შეუერთდა.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს საქართველოს დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი იმყოფებოდა, რომელმაც დოკუმენტზე საკუთარი თანხმობა ასევე ხელმოწერით დაადასტურა.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი დოკუმენტი , რომელიც ხელს შეუწყობს საარჩევნო კოდექსის დახვეწას და მომავალი არჩევნები ჩატარდება უფრო სამართლიან გარემოში", - განაცხადა გია თორთლაძის თანაგუნდელმა.
საარჩევნო კოდექსისა და გარემოს გაუმჯობესების შესახებ ხანგრძლივი მოლაპარაკებები ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის გუშინ საგანგებო დოკუმენტის ხელმოწერით დასრულდა. დოკუმენტს ხელი მმართველი პარტიის გარდა „ახალმა მემარჯვენეებმა", „ქრისტიან-დემოკრატებმა", მოძრაობამ „ჩვენ თვითონ" და „ერორვნულ დემოკრატიულმა პარტიამ" და „მრეწველებმა" მოაწერეს.