2010 წელს საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 1116.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მშპ-ს 9.6 პროცენტია და 7.7 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამასთან, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი არათუ სრულად დაფინანსდა, არამედ ადგილი ქონდა სარეზერვო აქტივების ზრდას. 010 წლის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს კვლავ მნიშვნელოვანწილად, განსაზღვრავდა საქონლით ვაჭრობა. ქვემოთ მოყვანილია საქონლით საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის დეტალური მიმოხილვა, რომელიც ძირითადად ეყრდნობა საბაჟო სამსახურების მიერ რეგისტრირებულ მონაცემებს
სებ--ს 2010 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2010 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 6678.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2009 წლის შესაბამის მაჩვენებელს 21.1 პროცენტით აღემატება. 3511.7 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა და წინა წლის მაჩვენებელს 8.3 პროცენტით გადააჭარბა სავაჭრო დეფიციტმა. საქონლის რეგისტრირებული ექსპორტის 2009 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 39.5 პროცენტით მეტია და 1583.4 მლნ აშშ დოლარს უტოლდება. ამავდროულად, საქონლის იმპორტი, 5095.1 მლნ აშშ დოლარი, გასული წლის მაჩვენებელს 16.4 პროცენტით აღემატებოდა.
საქართველოში იმპორტირებული საქონელის 48.9 პროცენტს სამომხმარებლო საქონელი შეადგენდა, 12.4 პროცენტს _ საინვესტიციო, ხოლო 38.4 პროცენტს _ შუალედური მოხმარების საქონელი. საქონლის იმპორტის აღნიშნული განაწილება საკმაოდ სტაბილური იყო ბოლო წლების განმავლობაში. იმპორტირებული სამომხმარებლო საქონლის 27.9 პროცენტს ნავთობპროდუქტები შეადგენდა; 12.4 პროცენტს _ მსუბუქი ავტომობილები; 7.6 პროცენტს _ სამკურნალო საშუალებები; 3.2 პროცენტს _ თამბაქოს ნაწარმი; 1.9 პროცენტს კი ხორცი და ხორცპროდუქტებისაქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2003 წლიდან მუდმივად მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა. მისი მაქსიმალური მაჩვენებელი 2008 წელს დაფიქსირდა. აგვისტოს საომარი მოქმედებების და შემდგომ მსოფლიო ფინანსური კრიზისის გავლენით, 2008 წლის მეორე ნახევრიდან აღინიშნა ვარდნა, როგორც რეგისტრირებული ექსპორტის, ასევე იმპორტის შემთხვევაში. მსოფლიო ეკონომიკის რეცესიიდან გამოსვლისა და მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნის ზრდის კვალდაკვალ
2010 წელს გაიზარდა საქართველოს საგარეო სავაჭრო აქტივობაც. ამავდროულად, ექსპორტის ზრდის ტემპი აღემატებოდა იმპორტის ზრდის ტემპს. შედეგად, 2010 წელს რეგისტრირებულმა ექსპორტმა 5.8 პროცენტით გადააჭარბა 2008 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს; მაშინ, როდესაც რეგისტრირებული იმპორტი და სავაჭრო დეფიციტი ჯერ კიდევ 19.2 პროცენტით და 27.0 პროცენტით ჩამორჩებოდა 2008 წლის მაქსიმალურ მაჩვენებელს. 2009 წლის მეორე ნახევრიდან გამოიკვეთა მსოფლიო ეკონომიკის რეცესიიდან გამოსვლის
ტენდენციები და საერთაშორისო მოთხოვნის ზრდა, რამაც გამოიწვია საერთაშორისო ფასების თანდათანობითი მატება. აღნიშნული ტენდენციები აისახა საქართველოს საგარეო ვაჭრობაზეც.
შედეგად, 2010 წელს საგრძნობლად გაიზარდა ფასები ძირითად ქართულ საექსპორტო პროდუქციაზე, როგორიც შავი და ფერადი ლითონებია, რომელიც 2009 წელს მნიშვნელოვნად იყო შემცირებული. საანგარიშო პერიოდში, როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის ზრდაში ფასების ზრდას
მნიშვნელოვანი წვლილი ჰქონდა. 2010 წელს საქართველოს საექსპორტო საქონლის სტრუქტურაში მნიშვნელოვანი გადანაწილება
არ მომხდარა. პირველი პოზიცია ტრადიციულად ფეროშენადნობებს ეჭირა. მისი ექსპორტი წინა წელთან შედარებით გაორმაგდა და 263.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გაზრდილი იყო როგორც პროდუქციის ექსპორტის მოცულობა, ასევე საექსპორტო ფასი. ფეროშენადნობების საექსპორტო ფასის წლიურმა ზრდის ტემპმა 43.6 პროცენტი შეადგინა. მეორე პოზიციაზე მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი იყო. შავი ლითონების ჯართის ექსპორტის წლიური ზრდის ტემპი 71.9 პროცენტი იყო და 109.4 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. ოქროს ექსპორტი 26.2 პროცენტით შემცირდა და მეოთხე პოზიცია დაიკავა. შემდეგ პოზიციაზე იყო მინერალური სასუქები, წლიური 19.8 პროცენტიანი ზრდის ტემპით. ღვინის ექსპორტის წლიურმა ზრდამ 22.7 პროცენტი შეადგინა და 39.3 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. 2010 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ელექტროენერგიისექსპორ ტი (82.1 პროცენტი), რაც ჰესების რეკონსტრუქციის შედეგად ელექტროენერგიის წარმოების ზრდას უკავშირდება. 2010 წელს ქართული ექსპორტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამრეწველო საქონლის, ნახშირბადიანი ფოლადის წნელების, ექსპორტმა 35.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით 14-ჯერ მეტია. 2010 წელს საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები ექსპორტის მიხედვით იყვნენ: აზერბაიჯანი, თურქეთი, აშშ, სომხეთი, უკრაინა, კანადა, ბულგარეთი, ყაზახეთი, რუსეთი,
ესპანეთი. ამ ქვეყნების წილად მოდიოდა მთლიანი რეგისტრირებული ექსპორტის 73.8 პროცენტი. საქონლის რეგისტრირებული იმპორტის მიხედვით უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები იყვნენ: თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, ჩინეთი, გერმანია, რუსეთი, აშშ, არაბთა გაერთიანებული საამიროები, რუმინეთი, იტალია. მათ წილად მთლიანი რეგისტრირებული იმპორტის 67.9 პროცენტი მოდიოდა. 2010 წელს საქონლის იმპორტის მნიშვნელოვან წილს კვლავ ნავთობპროდუქტები შეადგენდა, იმპორტის წლიური 25.1 პროცენტიანი ზრდის ტემპით. ზრდა ნავთობზე საერთაშორისო ფასების მომატებით იყო გამოწვეული. ნავთობპროდუქტები მთლიანი იმპორტის 13.6 პროცენტს შეადგენდა. იმავე პერიოდში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი, რომელიც მეორე პოზიციაზე იყო და მთლიანი იმპორტის 6.1 პროცენტს შეადგენდა, წინა წელთან შედარებით 21.6 პროცენტით გაიზარდა. 2010 წლის საქონლის რეგისტრირებული იმპორტის 14.5 პროცენტი საკვებ პროდუქტებზე
მოდის. აქედან, 24.9 პროცენტს (მთლიანი რეგისტრირებული იმპორტის 3.6 პროცენტი) ხორბალი და სხვა მარცვლეული შეადგენს. გასულ წელთან შედარებით ხორბლის იმპორტზე დანახარჯი 64.9 პროცენტით გაიზარდა, რაც ძირითადად მსოფლიოს ბაზარზე ფასის ზრდის შედეგია. ხორბლის
შემდეგ საკვები პროდუქტების იმპორტში ყველაზე დიდი წილი შაქრის და საკონდიტრო ნაწარმის იმპორტს ეჭირა (კვების პროდუქტების 12.1 პროცენტი), წლიური 42.8 პროცენტი ზრდის ტემპით. შემდეგ პოზიციაზე კი ხორცის პროდუქტები იყო (კვების პროდუქტების 10.0 პროცენტი). თამბაქოს და ალკოჰოლური ნაწარმის იმპორტი მთლიანი რეგისტრირებული იმპორტის 1.9 პროცენტს შეადგენდა და გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23.8 პროცენტით იყო გაზრდილი.
2010 წელს საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა მშპ-ს 9.6 პროცენტი შეადგინა, რაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მიუხედავად იმისა, რომ საქონლით ვაჭრობის უარყოფითი ბალანსი გასულ წელთან შეადრებით 7.0 პროცენტით გაიზარდა, მომსახურებისა და მიმდინარე ტრანსფერტების ანგარიშების დადებითი სალდოს ზრდამ ეს უარყოფითი ეფექტი გადაწონა. საქონლის ბალანსში გაზრდილი იყო როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი, მაგრამ ექსპორტის ზრდის ტემპი უფრო მაღალი იყო. 2009 წელთან შედარებით ექსპორტით იმპორტის გადაფარვის კოეფიციენტი 10.9 პროცენტით გაიზარდა და 48.9 პროცენტი შეადგინა. ამავდროულად, მომსახურების ბალანსი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქონლის უარყოფითი ბალანსით გამოწვეული დეფიციტის დაფინანსებაში, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში 534.4 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. მომსახურების ანგარიშში აღსანიშნავია ტურიზმი,
რომლის დადებითი სალდო გასულ წელთან შედარებით 56.3 პროცენტით გაიზარდა და 460.2 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. შემოსავლის ანგარიშის ბალანსი უარყოფითია 2008 წლიდან, ვინაიდან მისმა უარყოფითმა კომპონენტმა _ საინვესტიციო შემოსავალმა (ხარჯმა) გადააჭარბა დადებით კომპონენტს _ შრომით შემოსავლებს. 2010 წელს შემოსავლების ანგარიშის უარყოფითი სალდო 55.5 პროცენტით
გაიზარდა და 182.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, შრომითი შემოსავლები 2010 წელს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.0 პროცენტით შემცირდა, ხოლო საინვესტიციო
შემოსავალი (ხარჯი), 7.6 პროცენტით გაიზარდა. მიმდინარე ტრანსფერები მიმდინარე ანგარიშის ყველაზე მსხვილი დადებითი კომპონენტია. 2010 წელს, მიმდინარე ტრანსფერების დადებითი სალდო საქონლის დეფიციტის 42.8 პროცენტს ფარავდა.
"მიმდინარე ტრანსფერტების წლიურმა ზრდამ 13.7 პროცენტი შეადგინა და 1099.2 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. აქედან სამთავრობო სექტორის ტრანსფერებზე 15.9 პროცენტი მოდიოდა. 2010 წელს კაპიტალისა და ფინანსური ანგარიშის დადებითმა სალდომ 1079.5 მლნ აშშ დოლარი
შეადგინა, რაც 6.9 პროცენტით ნაკლებია 2009 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით"- ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.
აქედან, ფინანსურ ანგარიშზე დაფიქსირდა კლება 103.0 მლნ აშშ დოლარი, ხოლო კაპიტალის ანგარიშზე ადგილი ჰქონდა მცირე ზრდას _ 23.2 მლნ აშშ დოლარით. ფინანსური ანგარიშის სალდო
2010 წელს 10.5 პროცენტით შემცირდა და 873.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც უცხოური
ინვესტი ციების შემოდინებების შემცირებით იყო განპირობებული. საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2010 წელს გასულ წელთან შედარებით 17.7 პროცენტით
შემცირდა და 542.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. პირდაპირი ინვესტიციების 1.9 პროცენტი სოფლის მეურნეობაში განხორციელდა, 16.4 _ მრეწველობაში. დანარჩენი ინვესტიციები მომსახურების
სხვა დასხვა სფეროებზე გადანაწილდა, აქედან, ყველაზე მსხვილი 35.1 პროცენტი, ტრანსპორტსა
და კავშირგაბმულობაზე მოდიოდა. 2010 წელს პორტფელის ინვესტიციების ვალდებულებების
ზრდა 267.7 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა, რომლის 97.5 პროცენტს საქართველოს რკინიგზის
მიერ გამოშვებული ობლიგაციები შეადგენდა. სხვა ინვესტიციების ანგარიშის სალდომ 2010 წელს 271.1 მლნ აშს დოლარი შეადგინა, რაც წინა
წლის მაჩვენებელზე 70.6 პროცენტით ნაკლებია. სხვა ინვესტიციების აქტივები საანგარიშო პერიოდის განმავლობაში 371.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, 288.7 მლნ აშშ დოლარი ნაღდი
ფული და დეპოზიტების ზრდა იყო, რაც ძირითადად საქართველოს რკინიგზის ევრობონდების გაყიდვით მიღებულ შემოსავლებს შეადგენდა. სავაჭრო კრედიტების და სხვა ინვესტიციების აქტივების ზრდამ კი 41.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
სხვა ინვესტიციების პასივებში და პირდაპირი ინვესტიციების სასესხო კაპიტალში განხორციელებულმა ოპერაციებმა განაპირობა მთლიანი საგარეო ვალის ზრდა, იგი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში 1003.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 2010 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 9664.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში ოფიციალური საერთაშორისო
რეზერვები 208.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა (საკურსო სხვაობის გარეშე).