თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან "ოპოზიციური ალიანსის" მიერ ორგანიზებული მსვლელობა რუსთაველის გამზირის მიმართულებით დაიწყო.
ადგილზე იმყოფებიან "ოპოზიციის ალიანსში" შემავალი პარტიების ლიდერები, წევრები და რიგითი მოქალაქეები.
კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერის ნიკა გვარამიას თქმით, ფაქტმა, რომ აქციაზე ბევრი ადამიანი მივიდა, ცხადყო, რომ ხალხმა პოლიტიკოსების მოსმენა დაიწყო.
"ძალიან მაგარი დღეა 26 მაისი და დღევანდელი ჩემთვის კიდევ უფრო მაგარია, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა, პირველად ოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ აქციაზე და მე იმედი მაქვს, რომ ამ ტაბუს, რომელიც ადევს თითქოს პოლიტიკოსების გაკეთებულ აქციებს, როგორცც იქნა გავაღვევთ და არა მხოლოდ ჩვენთვის, ალიანსის წევრებისთვის, არამედ ყველა პოლიტიკოსისთვის და ხალხიც დაიჯერებს, რომ შეიძლება პოლიტიკოსების მოსმენა მაშინაც კი, როდესაც ართმევენ ტექნიკას, - განუცხადა მედიას კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერმა ნიკა გვარამია,.