ადამიანის უფლებებზე ოპოზიცია შერჩევით საუბრობს მხოლოდ იმიტომ, რომ სურს ამომრჩეველი გაიჩინოს, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია იმიტომ საუბრობს პატიმრებზე, რომ მათ ოჯახის წევრები ჰყავთ და ამომრჩევლებად მოაიზრებენ, მაშინ, როდესაც არაფერს ამბობენ ბავშვებზე, რადგან ისინი მათი პოტენციური ამომრჩევლები არ არიან.
"თქვენი პოლიტიკური ქულების და დივინდების მოსაპოვებლად მხოლოდ იმ ადამაინებზე საუბრობთ, ვისაც შეიძლება ჰყავდეს გვერდში მდგომი და თქვენს მომავალ ხმის მომცემად მოიაზრებთ. ამისთვის გიდნათ ეს მოსმენები და ეს ანგარიშები. ამისთვის აკეთებთ პოლიტიკურ განცხადებებს და არა საქმისთვის" - განაცხადა ცისკარიშვილმა