ოპოზიციონერი ლიდერები თბილისში ვიზიტით მყოფ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში თომას მელიას შეხვდნენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "ახალი მემარჯვენეებიდან" აცნობეს, საუბარი შეეხო 26 მაისს განვითარებულ მოვლენებს, აღნიშნულთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას, საარჩევნო პრობლემებსა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების აუცილებლობას. ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებს.
შეგახსენებთ, რომ თომას მელია საქართველოში წუხელ ჩამოვიდა.