შავ ზღვაში გემის ჩაძირვის შედეგად გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეების ვინაობა ცნობილია.
გარდაცვლილები სერგო ჯინჭარაძე და დავით ჯიჯილეიშვილი არიან. სერგო ჯინჭარაძის ცხედარი უკვე ნაპოვნია და ის ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი, მეორე ქართველი მეზღვაურის, დავით ჯიჯილეიშვილის ცხედარს კი ამ დრომდე ეძებენ.
პანამის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი თურქეთში გუშინ ჩაიძირა. გავრცელებული ინფორმაციით, ეკიპაჟის 14 წევრიდან 12-ის გადარჩენა მოხერხდა. გარდაცვლილია უკრაინის ერთი მოქალაქეც.