დღეს, 2 ივნისს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე  საგარეჯოს ესტუმრება. 
პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ბაქრაძე საგარეჯოში საავადმყოფოს სამშენებლო სამუშაოს მიმდინარეობას გაეცნობა. 
გარდა ამისა, დაგეგმილია შეხვედრა მოსახლეობასთან.