აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენრტი სერგეი ბაღაფში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სეპატარისტულ აფხაზეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას ვარაუდობს.
იგი დარწმუნებულია, რომ არჩვენები ექსცესების გარეშე ჩაივლის, წინააღმდეგ შემთხვევაში ბაღაფშის თქმით, დამნაშავეები დაისჯებიან.
ბაღაფშმა #1 საარჩევნო უბანში უკვე გააკეთა თავისი არჩევანი. ჟურნალისტებთან საუბარში მან აღნიშნა, რომ ამ დროსიათვის რაიმე სახის დარღვევები არ ფიქსირდება.
"ვფიქრობ, რომ ყველაფერი იქნება ნორმალურად, საზოგადოებაში არის გარკვეული შიში, მაგრამ მიმაჩნია, რომ ყველაფერი ჩაივლის ნორმალურად, რადგან არჩევნები ხარისხიანად არის ორგანიზებული, ყველაფერი გამჭვირვალე და ნათელია", _ განაცხადა ბაღაფშმა. მან ასევე აღნიშნა, რომ თუ ვინმე შექმნის დაძაბულობას, იგი პასუხისმგებელი იქნება მთელი ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე.
"არჩევნები, ეს ყოველთვის დიდი მოვლენაა. განსაკუთრებით, ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც პირველად მონაწილეობს დემოკრატიულ არჩევნებში, როგორც დამოუკიდებელი და აღიარებული სახელმწიფო", _ განაცხადა ბაღაფშმა.
მისივე თქმით, ამ არჩევნებმა უნდა აჩვენოს, რამდენად არის მზად აფხაზური საზოგადოება, იყოს დემოკრატიული და შექმნას სამართლებრივი სახელმწიფო.