უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამერიკული მხარის ინიციატივით, უკრაინას, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები მომდევნო კვირისთვის გადაიდო.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები „სამშაბათსადაოთხშაბათს თურქეთში უნდა გამართულიყო, თუმცა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო ამერიკული მხარის ინიციატივით გადაიდო.
„ჩვენ მზად ვიყავით თურქეთში წასასვლელად. შეხვედრა გადაიდო. სწორედ ამერიკულმა მხარემ გადადო ის და თქვა: „მოდით, მომდევნო კვირისთვის [დავგეგმოთ]. ეს არის ინფორმაცია, რომელიც დღეს გვაქვს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
თუმცა, მან დასძინა, რომ ამერიკულ მხარესთან საუბრები ყოველდღიურად მიმდინარეობს, ამიტომ „ვნახოთ, რა იქნება შემდეგი თარიღი“.