აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა, კრის რაითმა, განაცხადა, რომ აშშ-ის საზღვაო ძალებმა წარმატებით გააცილეს ნავთობტანკერი ჰორმუზის სრუტეში, რითაც უზრუნველყოფილი იქნა გლობალური ბაზრებისთვის ნავთობის მიწოდების უწყვეტი პროცესი.
„პრეზიდენტი ტრამპი ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დროს გლობალურ ენერგეტიკულ სტაბილურობას ინარჩუნებს“, - წერს რაითი X-ში.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყნის საზღვაო ძალები მზად არიან ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ტანკერების ესკორტირებისთვის, რათა უზრუნველყონ მათი უსაფრთხოება.
„საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ის საზღვაო ძალები რაც შეიძლება მალე დაიწყებენ ტანკერების ესკორტს ჰორმუზის სრუტეში“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
მან ასევე პირობა დადო, რომ რაც არ უნდა მოხდეს, „შეერთებული შტატები უზრუნველყოფს მთელი მსოფლიოსთვის ენერგორესურსების შეუფერხებელ მიწოდებას“.
„თუ ირანი რაიმე ქმედებას განახორციელებს, რომელიც ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადს შეაჩერებს, შეერთებული შტატები მას ოცჯერ უფრო ძლიერ დარტყმას მიაყენებს, ვიდრე მანამდე" - განაცხადა ტრამპმა.