სპეცრაზმის თანამშრომლების მიერ აქციის მონაწილეების დაკავება მიმდინარეობს,- ამის შესახებ შემთხვევის ადგილიდან "ჯი-ეიჩ-ენის"  კორესპონდენტი იუწყება. 
მობილიზებულია დაახლოებით ათამდე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც, რომელიც დასავებულებს პირველად დახამარებას უჩენენ. 
. 
ხელბორიკილები დაადეს აქციის ათობით მონაწილეებს და  ყვითელ ავტობუსებში ჩასვეს.. ამ წუთებში მთელი რუსთაველის გამზირი სამართალდამცავებმა და სპეცრაზმის თანამშრომლებმა დაიკავეს. 
"სახალხო კრების" აქციის დაშლა სპეცდანიშნულების რაზმმა 00:15 საათზე დაიწყეს. "ჯი-ეიჩ-ენის" კორესპონდენტის ინფორმაციით, სპეცრაზმმა მომიტინგეების მიმართ წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.