უკრანის მინისტრთა კაბინეთმა დაამტკიცა ხელშეკრულების პროექტი ევროკავშირთან, "ყირიმში თანამშრომლობის ერთობლივი ინიციატივის მხარდაჭერის შესახებ".
უკრაინული მედიის ინფორმაციით, პროექტის თანახმად, ევროკავშირი 4 წლის განმავლობაში ყირმისა და სევასტოპოლის განვითარებისთვის 12 მლნ. ევროს გამოყოფს.
თანამშრომლობის პროგრამა. მიმდინარე წელს დაიწყება და ის ითვალისწინებს 5 მლნ. ევროს გამოყოფას ტურისტული სფეროს განვითარებისთვის, 5 მლნ. ევრო გამოიყოფას სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ხოლო 2 მლნ. ევრო გამოყოფას სევასტოპოლის ეკონომიკაში უცხოური ინვესტიოციების მოსაზიდად. ტურიზმის განვითარების მხარდაჭერისათვის გამოყოფილი თანხები გულისხმობს, საინფორმაციო ტურისტული ცენტრების შექმნას, რეკრეაციულ სფეროში დასაქმებულთათვის სასწავლო ცენტრების ორგანიზებას და ასევე გამაჯანსაღებელი კომპლექსების რეკონსტრუქციის 10 წლიანი გეგმის შემუშავებას.