ევრო დოლართან მიმართებაში უფასურდება. ინვესტორები შიშობენ, რომ საბერძნეთი სახელმწიფო ვალის რესტრუქტურიზაციას განახორციელებს და შესაბემისად ქვეყანა ცდილობს 1,25 მლრდ. ევროს ოდენობის სახაზინო ვალდებულებები 182 დღით განათავსოს.
ბაზარზე, მღელვარება Standard & Poor's რეიტინგმა გამოწვია, რომელმაც საბერძნეთის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი ერთბაშად ორი საფეხურით "ВВ-"-დან "В"-მდე დასწია. რაც შეეხება მოკლევადიან საკრედიტო რეიტინგს ის "В"-დან "С"-მდეა დაყვანილი. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში S&P"-მა უკვე მეოთხედ დასწია საბერძნეთის საკრედიტო რეიტინგი. ევროს კურსი დღეს, დოლართან მიმართებაში 1,4332 დოლარამდე დაეცა.