შავი ზღვის ბიზნესცენტრის მშენებლობა 2013 წლის 1-ელ მარტამდე დასრულდება. საზოგადოებრივი დანიშნულების 35-სართულიან შენობაში კომერციული ოფისებიც განთავსდება. ბიზნესცენტრის შენობის სიმაღლე კი 170-მეტრი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში შავი ზღვის ბიზნესცენტრის მშენებლობას საფუძველი უკვე ჩაეყარა.
"ბათუმი ტურისტულის პარალელურად, შავი ზღვისპირეთის ფინანსური ცენტრიც უნდა გახდეს. მას მხოლოდ სეზონური ქალაქის სტატუსი აღარ ექნება და აქ ვიზიტორები წელიწადის ნებისმიერ დროს ჩამოვლენ"- განაცხადასაძირკვლის ჩაყრისას საქართველოს პრეზიდენტმა.