კორეელი ინვესტორები საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდნენ. ამ მიზნით, დღეს უმსხვილეს კორეულ საინვესტიციო ჯგუფსა და ქართულ საინვესტიციო სააგენტო CCII-ს შორის, ქვეყანაში მრავალმილიონიანი ინვესტიციების განხორციელების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.
ხელშეკრულების მიხედვით, CCII ხდება IDA Koreas-ს ოფიციალური წარმომადგენელი ამიერკავაკასიის რეგიონში.
კორეული კომპანია IDA Korea-ს გენერალური დირექტორი და საქართველოში კორპორაციების Daewoo Engineering და HanmiParsons ოფიციალური წარმომადგენელი კიმ ჯინ ჰო, საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული საინვესტიციო სააგენტო CCII-ს მოწვევით იმყოფება
წინასწარი ინფორმაციით, Daewoo Engineering Co-ის HanmiParsons. Co-ის ინტერესებში შედის ინვესტირება ისეთ სტრატეგიულ სექტორებში, როგორებიცაა: ავიაინდუსტრია; სასტუმროების მშენებლობა; ტურიზმი; ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობა; ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა.
CCII-ის გენერალური დირექტორის, გიორგი სეთურიძის თქმით, კორეელი ინვესტორები საქართველოში განსახორციელებლად რამდენიმე პროექტს განიხილავენ, რაზეც, საბოლოოდ, რამდენიმე თვეში შეჯერდებიან.
"რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით კორეულ კომპანიებთან. საბოლოოდ, მივაღწიეთ შეთანხმებას და ისინი მზად არიან ინვესტირება განახორცელონ სასტუმრო ბიზნესში, ტურიზმსა და ენერგეტიკაში. ინვესტორებთან ერთად, სამომავლდ აქტიურად უნდა ვიმუშაოთ, დავხვეწოთ პროექტები და მხოლოდ ამის შემდეგ დადგინდება განსახორციელებელი ინვესტიციების მოცულობაც", - აღნიშნა გიორგი სეთურიძემ.
CCII-ის გენერალური დირექტორის, განცხადებით, კორეული ჯგუფი საქართველოში რამდენიმე ბრენდსასტუმროს ააშენებს. უკვე ცნობილია, რომ ერთი ბრენდსასტუმრო თბილისშიც აშენდება.
"თბილისში აშენდება ბრენდსასტუმრო და ასევე ბრენდსასტუმროების აშენება იგემება ტურისტულ რეგიონებშიც. სასტუმროების ასაშენებლად განვიხილავთ, ტურისტულ ზონებს ანაკლიასა და განმუხურს. ერთი სასტუმრო აშენდება ასევე ერთ-ერთ სამთო კურორტზეც", - განაცხადა სეთურიძემ.
ცნობილი ხდება ასევე ისიც, რომ კორეელი ინვესტორები საქართველოში აეროპორტებითაც არიან დაინტერესებულნი, თუმცა საბოლოოდ კოპიტნარის აეროპორტზე შეაჩერებენ არჩევანს თუ ფოთის აეროპორტზე ეს ჯერ კიდევ მსჯელობის საგანია.
თავად კორეელი ბიზნესმენები კი განმარტავენ, რომ საქართველოში 800 მლნ. დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტირებას გეგმავენ.
საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის გაცნობის მიზნით, IDA Korea-ს წარმომადგენლობა მიმდინარე კვირის განმავლობაში ესტუმრება კახეთის რეგიონს, ქალაქებს - ბათუმსა და ფოთს, სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურს.
კვირის ბოლოს დაგეგმილი ოფიციალური შეხვედრები საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან.
CCII არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კერძო საინვესტიციო სააგენტო საქართველოში. CCII-ს მოღვაწეობის სფეროებში შედის უძრავი ქონების, სატელეკომუიკაციო, საბანკო, ტურისტული, ენერგეტიკული და სოფლის მურნეობის სექტორები. კომპანიის სახელს უკავშირდება საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორის „დაბი ჯგუფის" (Dhabi Group) შემოყვანა, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ლიდერ საინვესტიციო ჰოლინგად ითვლება. „დაბი ჯგუფმა" ასეულობით მილიონი დოლარის კაპიტალდაბანდება განახორციელა ქართულ სატელეკომუნიკაციო, საბანკო და უძრავი ქონების სექტორებში.
კორპორაცია „დეუ ინჯინიერინგი" (Daewoo Engineering Co) - ეს არის კორეისა და მთლიანად აზიის კონტინეტის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინდუსტრიული ჯგუფი. დაარსებიდან მოყოლებული (1976 წ) „დეუ ინჯინიერინგი" იქცა კორეის უმსხვიელს სამრეწველო ჯგუფად და ამჟამად წარმოადგენს ლიდერს შემდეგ სექტორებში: ქიმიური მრეწველობა, ენერგეტიკა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და მშენებლობა. კორპორაცია მოღვაწეობს ცენტრალური აზიის, ლათინური ამერიკის, ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე. „დეუ ინჯინიერინგს" მსოფლიოს 37 ქვეყანაში 5 ათასზე მეტი პროექტი დაუგროვდა.
ხოლო კორპორაცია „ჰანმიპარსონსი"(HanmiParsons. Co) არის მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული საინჟინრო-სამშენებლო ჰოლდინგ Parsons of America-ს პარტნიორი და წარმოადგენს საუკეთესო კორეულ სამშენებლო-მენეჯმენტ კომპანიას. „ჰანმიპარსონსი" აერთიანებს მომსახურების მთელს სპექტრს: დიზაინი, მშენებლობის მენეჯმენტი, ზედამხედველობა, პროეტების დაგეგმვა და გაწერა. კომპანია ასევე ჩართულია საფინანსო სექტორში და სარეკონსტრუქციო ბიზნესში. HanmiParsons. Co-ის პარტნიორები არიან ტრანსნაციონალური კორპორაციები:
JP Morgan, HSBC, Bank of Ireland, British-American Tobacco, HAYATT, Marriot Hotel, Hilton Hotel, Ministry of Education & Science Technologies, Seoul Municipal Government, Australian Embassy, Canadian Embassy ,Samsung Engineering, Samsung SDI, Samsung Heavy Industries, Samsung Life Insurance, Hyundai Development, Daewoo Scurities Financial Company.
რაც შეეხება I.D.A.KOREA, ის არის ერთერთი ყველაზე პრესტიჟული კონტრაქტორი კორეაში. არსებობის 12 წლის განმავლობაში I.D.A.KOREA იქცა აქტიურ მოთამაშედ ახლო აღმოსავლეთის, სამხრეთა-ღმოსავლეთ აზიისა და მსოფლიოს სხვა ბაზრებზე. I.D.A.KOREA-ს მუშაობა აგებულია უახლესი ტექნოლოგიების დანერგვასა და მინიმალური დანახარჯებით სასურველი შედეგის მიღწევაზე. სარგებლობს შეულახავი რეპუტაციით ყველა კონტრაქტორის მხრიდან. კომპანიის მიზანია უზრუნველყოს ცხოვრების მაღალი დონისთვის აუცილებელი ყველა სერვისის მიწოდება დამკვეთთათვის.