დღეს, 7 დეკემბერს, 11:00 საათზე, ადვოკატ ქართლოს ღარიბაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ადვოკატები ბრიფინგს გამართავენ. როგორც ადვოკატები აცხადებენ, ბოლო დროს გახშირდა მათი კოლეგების დაკავების ფაქტები, რაზეც რეაქცია აუცილებელია.
ადვოკატი ქართლოს ღარიბაშვილი სამართალდამცავებმა 5 დეკემბერს დააკავეს. ღარიბაშვილს ბრალი ედება საპატრულო პოლიციისათვის დაუმარჩილებლობა და წინააღმდეგობის გაწევა, რიოს გამოც მას 15-დღიანი პატიმრობა მიესაჯა.