აშშ-ის სამხედროებმა ომანის ყურეში ირანის 11-ვე სამხედრო ხომალდი გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სარდლობა ავრცელებს.
"ირანის რეჟიმს ომანის ყურეში ორი დღის წინ 11 გემი ჰყავდა, დღეს კი არც ერთი. ირანის რეჟიმი ათწლეულების განმავლობაში ავიწროებდა და თავს ესხმოდა საერთაშორისო გადაზიდვებს ომანის ყურეში. ეს დღეები დასრულდა. საზღვაო ნავიგაციის თავისუფლება 80 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ამერიკისა და გლობალური ეკონომიკური კეთილდღეობის საფუძველი იყო. აშშ-ის ძალები გააგრძელებენ მის დაცვას" , - წერს აშშ-ის სარდლობა X-ზე.