7 დეკემბერს, 11:00 საათზე, ბრიტანელი რეჟისორი რეჟისორი ჰილარი ვუდი, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მმართველი ზურაბ გეწაძე, რეჟისორი ქეთი დოლიძე და შემოქმედებითი ჯგუფი გამართავს პრესკონფერენციას მორიგ პრემიერასთან დაკავშირებით.
თეატრში პრემიერა 10, 11, 12 დეკემბერს გაიმართება. წარმოდგენლილი იქნება ტენესი უილიამსის "კამინო რეალი". სპექტაკლი ბრიტანელმა რეჟისორმა ჰილარი ვუდმა დადგა, მხატვარვრული გაფორმება შოთა გლურჯიძეს ეკუთვნის.
"ეს ნამდვილი ამერიკული პიესაა, ამერიკული თეატრის ესთეტიკით შექმნილი, ძალიან სასაცილო, საკმაოდ მწვავე და გესლიანი და ამასთანავე პოეტური", - აცხადებს დამდგმელი რეჟისორი.
ჰილარი ვუდი განმარტავს, რომ ამ პიესით ავტორმა გამოხატა უსაზღვრო სიყვარული ევროპისა და ევროპული ლიტერატურის მიმართ, რომელსაც იგი მთელი თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის განმავლობაში ეტრფოდა.
"კამინო რიალი არის სამეფო გზა, რომელიც ოდესღაც უძველეს აცტეკ მეფეებს ეკუთვნოდათ. ტენესი უილიამსის ფანტაზიით ამ გზის დასასრული წარმოდგენილია ქვის გალავნით შემოზღუდულ ქალაქად, საიდანაც გზა უკვე აღარსად არ მიდის. იქით არსებობს მხოლოდ ტერა ინკოგნიტა. მასთან მისასვლელად კი მეტად საშიში უდაბნოს გავლაა საჭირო", - აცხადებს რეჟისორი.
სპექტაკლში მონაწილეობენ: ზურაბ ყიფშიძე, რამაზ იოსელიანი, ზაზა მიქქაშავიძე, ნინელი ჭანკვეტაძე, გიორგი ყიფშიძე, მზია არაბული, გიორგი ნაკაშიძე, პაატა ბარათაშვილი, გია აბესალაშვილი, დარეჯან ჯოჯუა, ნინო ჩხეიძე, თამრი ბზიავა და სხვ.
სპეციალური მოწვევით: გურანდა გაბუნია, ოთარ მეღვინეთუხუცესი.