დღეს, 7 დეკემბერს, საქართველოში მყოფი ფერეიდნელი ქართველების დელეგაციის წევრები ბათუმს ეწვევიან. დელეგაციის წევრები აჭარის ღირსშესანიშნაობებს მოინახულებენ.
დელეგაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მათე ტაკიძე გააცილებს.
ფერეიდნელი ქართველების დელეგაციის წევრები უკვე იმყოფებოდნენ მცხეთაში, სადაც მათ ადგილობრივ ღირშესანიშნაობები დაათვლიერეს.
ფერეიდნელი ქართველების ოცკაციანი დელეგაცია საქართველოს 29 ნოებერს ესტუმრა. დელეგაციის ხელმძღვანელია არია ხოსრავია (ხოსროშვილი).