დღეს , 7 დეკემბერს 12:00 საათზე „ეროვნული ფორუმი" ლენტეხის რაიონული ორგანიზაციას დააფუძნებს. ხვალვე 14:30 საათზე დაფუძნდება ფორუმის ცაგერის რაიონულ ორგანიზაცია.
ეროვნულმა ფორუმმა უკვე დააფუძნა ონისა და ამბროლაურის რაიონულ ორგანიზაციები.
1-ლი დეკემბრიდან "ეროვნულმა ფორუმმა" რეგიონებში პარტიული ორგანიზაციების დაფუძნება დაიწყო. ათი დღის განმავლობაში "ეროვნული ფორუმი" რეგიონებში პარტიის რაიონულ და საქალაქო ორგანიზაციებს დააფუძნებს. პირველი დამფუძნებელი კონფერენცია ფოთში გაიმართა. უკვე დაფუძნდა წალენჯიხის, საგარეჯოს რაიონული ორგანიზაციები.
9 დეკემბერს, 14:00 საათზე - ყვარლის რაიონული ორგანიზაცია; 11 დეკემბერს, 13:00 საათზე - საჩხერის რაიონული ორგანიზაცია; 14 დეკემბერს, 14:00 საათზე - ადიგენის რაიონული ორგანიზაცია. დაფუძნდება.