დღეს, 7 დეკემბერს, მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" მარტვილისა და აბაშის რაიონული ორგანიზაციების დამფუძნებელ კონფერენციებს გამართავს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მოძრაობის წარმომადგენლებმა განუცხადეს, კონფერენციები ღია ცის ქვეშ გაიმართება, რადგან ადგილობრივი ხელისუფლება ღონისძიებების ჩასატარებლად დარბაზის გამოყოფაზე უარს ამბობს.
მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" დამფუძნებელ კონფერენციებს საკუთარი ოფისების წინ ჩაატაროს.
მარტვილში პარტიული ღონისძიება 7 დეკემბერს, კოსტავას ქუჩა #2-თან, 13:00 საათზე გაიმართება, ხოლო აბაშაში კონფერენცია გორგილაძის ქუჩაზე, ცენტრალურ პარკთან, 15:00 საათზე დაიწყება.