ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 3 წლის თაია კლინიკიდან გაწერეს. ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა, ქეთევან ბარაბაძემ მედიას განუცხადა.
„გუშინდელი მონაცემებით, ჩატარებული ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევების საფუძველზე, მდგომარეობა იყო მკვეთრად მკვეთრად გაუმჯობესებული. ჩატარდა ექიმთა კონსილიუმი და მრავალპროფილური ექიმთა გუნდის მიერ ბავშვის მდგომარეობა შეფასდა მკვეთრად გაუმჯობესებულად, დამაკმაყოფილებლად და პაციენტი გაიწერა ბინაზე“, - განაცხადა ბარაბაძემ.
ცნობისთვის, ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.