აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და სი ძინპინმა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გამართეს.
დონალდ ტრამპმა სი ძინპინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება სურთ.
„ჩვენ გვსურს დახმარება რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულებაში. გვინდა, რომ ეს ომი დასრულდეს. ვფიქრობ, შემიძლია ორივეს სახელით ვისაუბრო. ყოველთვიურად 25 000 ადამიანი იღუპება, ძირითადად სამხედროები. პრეზიდენტი პუტინი კი აქ ცოტა მოგვიანებით ჩამოვა. ასე რომ, ჩვენ სამმხრივი შეხვედრა გვექნება“, - განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხი მისი და სი ძინპინის შეხვედრის ერთ-ერთი თემაა.
შეგახსენებთ, მანამდე ტრამპი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა. დღესვე შენჭენში აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა გაიმართება.