უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის სამხრეთით, კრასნოდარის მხარეში მდებარე ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტიეს. თავდასხმა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, იერიშების შედეგად დაზიანდა ილსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ნავთობის საცავები და აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის საწარმოო ობიექტი.
„ამ ქარხნებში ყოველი ხანძარი ნიშნავს ნაკლებ დიზელსა და ბენზინს რუსეთის არმიისთვის და ნაკლებ რუბლს, რომლითაც რუსი აგრესორი რაკეტებს ყიდულობს“, – ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში.