სახელმწიფო აყალბებს მტკიცებულებებს ქმნის ერთი მხრივ პროპაგანდისტულ ხაზს ჩვენს წინააღმდეგ, რომელიც პირდაპირ ემთხვევა რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ პარტია "დროას" არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას.
ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა გიგა ლემონჯავამ კოალიციის მიერ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომლითაც ისინი გუშინ საქართველოს პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურნენ.
როგორც ლემონჯავამ ბრიფინგზე აღნიშნა, სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას “კოალიცია ცვლილებისთვის" წინააღმდეგ “ვერაფერი ვერ მოიფიქრეს” ამიტომაც გადაწყვიტეს ორკესტრირებულად სახელმწიფო ინსტიტუტების ჩართულობით ყალბი მტკიცებულებები შეექმნათ.
"გუშინ პროკურატურამ ელენეს, პარტია "დროას" და მთლიანად კოალიციას გაუკეთა "საჩუქარი", როცა გუშინ საღამოს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც მინდა წაგიკითხოთ:
"2024 წლის 4 დეკემბერს ჩატარებული "გირჩი-მეტი თავისუფლებისა" და "დროას" ოფისის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იყო მოლოტოვის კოქტეილის დამზადებისთვის საჭირო ბენზინით სავსე ბიდონები და სხვა ატრიბუტიკა".
მინდა გითხრათ მიზეზი, რატომ აკეთებს ამას საქართველოს პროკურატურა? - მას მერე რაც მოსამართლეთა შეკითხვების შემდეგ, ახსნა-განმარტების ეტაპის შემდეგ, "კოალიცია ცვლილებისთვის" პარტიასთან დაკავშირებით ვერ მოიფიქრა ვერც სასამართლომ, ვერც პროკურატურამ, ვერც მოსარჩელე მხარემ გადაწყვიტეს, რომ გზადაგზა პროცესის მიმდინარეობისას დაიწყონ ორკესტრირებულად თითქმის ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის ჩართულობით ყალბი მტკიცებულებების შექმნა.
ეს არის გაუგონარი ამბავი მაშინ, როდესაც "ქართულ ოცნებას" დასჭირდა ყალბი მტკიცებულება წარსადგენად სასამართლოში პროკურატურა ადგა და დაკავდა საღამოს 22:30-საათზე ზე ამ ტიპის ყალბი მტკიცებულების შექმნით. ასევე მინდა გავაკეთო საზოგადოებისთვის განმარტება ამ ამოღებულ ბენზინთან დაკავშირებით - სხვა ბევრ ნივთთან ერთად "დროას" ოფისიდან ამოიღეს გახმოვანების საშუალებები დინამიკები გენერატორები და საწვავი რომელიც ამ გენერატორებისთვის იყო საჭირო. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ჩხრეკა-ამოღების ოქმში არის დაფიქსირებული. ანუ ეს ბენზინი, რომელზეც ეხლა საუბრობს პროკურატურა, რომლითაც ცდილობს, რომ ყალბი მტკიცებულება შექმნას ჩვენს წინააღმდეგ, არის სინამდვილეში ხმის აპარატურისთვის, რომელსაც სჭირდება გენერატორი და გენერატორს სჭირდება საწვავი - ბენზინი.
სახელმწიფო აყალბებს მტკიცებულებებს ქმნის ერთი მხრივ პროპაგანდისტულ ხაზს ჩვენს წინააღმდეგ, რომელიც პირდაპირ ემთხვევა რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ პარტია "დროას" არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას. რუსეთის გენპროკურატურა და იუსტიციის სამინისტრო პარტია "დროას" აცხადებს არასასურველ ორგანიზაციად და მყისიერად მაშინვე საქართველოს პროკურატურა იწყებს ყალბი მტკიცებულებების შექმნას.
არავითარი ყალბი მტკიცებულება არ უშველის იმას რომ "ქართულ ოცნებას" აქვს გადაწყვეტილი დემოკრატიის მკვლელობა, ამ ქვეყანაში ევროპული მომავლის დასრულება და დარტყმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და კიდევ ერთი ცხადია, რისი ეშინია ქართულ ოცნებას და ივანიშვილის რეჟიმს, ეს არის მშვიდობიანი გულწრფელი პროტესტი ამიტომ ყველას მოგიწოდებთ მეგობრებო 28 ნოემბერს საღამოს 19:00 საათზე ვიკრიბებით თსუსთან ეს დღე არის მნიშვნელოვანი ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი და გავაგრძელოთ მშვიდი პრინციპული წინააღმდეგობა ამ რეჟიმის წინააღმდეგ რაც აუცილებლად ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება" - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.
"დროას" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ლემონჯავამ საკონსტიტუციო სასამართლოში „დროას“ ოფისის ჩხრეკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამოიღეს: პლედები, პარალონები, პუფები, ფიზიოლოგიური ხსნარი, რესპირატორები, აირწინაღები, გამათბობლები, ტექნიკა და მის ოთახში გაკრული ფოტოსურათებიც. ლემონჯავას განცხადებით, „მოლოტოვის კოქტეილები“ არც „დროას“, არც სხვა პარტიების ოფისებიდან არ ამოუღიათ.
ამასთან დაკავშირებით 17 ნოემბერს პროკურატურაში განმარტეს, რომ „2024 წლის 4 დეკემბერს ჩატარებული, „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ ოფისის ჩხრეკის შედეგად, ამოღებული იყო “მოლოტოვის კოქტეილის “ დამზადებისთვის საჭირო ბენზინით სავსე ბიდონები და სხვა ატრიბუტიკა“, - განაცხადეს პროკურატურაში.