უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამშვები დანადგარების გამოყენების შესაზღუდად უკრაინას სატელიტური კავშირის შესაძლებლობების გაფართოება სჭირდება, თუმცა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე Starshield-ის სიჩქარის შეზღუდვა კვლავ ძალაშია.
ამის შესახებ ზელენსკიმ 17 ნოემბრის ვიდეომიმართვაში განაცხადა.
"რუსეთი, რომელსაც ბალისტიკური რაკეტების გამშვები დანადგარები აღარ ექნება, ის რუსეთი იქნება, რომელიც ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებას შეეცდება.. ამაში ამერიკას შეუძლია დახმარება. ყველამ იცის, რა არის ამისთვის საჭირო. ყველას ესმის, რომ ეს ეფექტიანი იქნება.
თუმცა, იმის ნაცვლად, რომ თავდაცვის ასეთი შესაძლებლობა მივიღოთ - იმის ნაცვლად, რომ გაიხსნას სატელიტური კავშირი ჩვენს საზღვრებთან ახლოს მდებარე რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტების გამშვები დანადგარების გასანადგურებლად - საპირისპირო პროცესი მიმდინარეობს და, სამწუხაროდ, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე Starshield-ის სიჩქარის შეზღუდვა ახლაც მოქმედებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინა ამ საკითხზე პარტნიორებთან და ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.