11 ნოემბრის ღამეს, რუსეთის ლენინგრადის ოლქზე დრონებით თავდასხმა სამიზნე განხორციელდა. შედეგად, უსტ-ლუგის პორტში ხანძარი გაჩნდა, ასევე ავარიულად გაითიშა სატრანსფორმატორო ქვესადგური. ინფორმაციას უკრაინული მედია ტელეგრამ-არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ლენინგრადის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ დროზდენკოს განცხადებით, ლენინგრადის ოლქის თავზე 92 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
მანამდე რუსული მედიასაშუალებები იტყობინებოდნენ, რომ სანქტ-პეტერბურგისკენ მიმავალი ორი თვითმფრინავი უსაფრთხოების გამო ჰელსინკის აეროპორტში დაეშვა.
სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტში თვითმფრინავების მიღებისა და გაფრენის შეზღუდვები დაწესდა.
მონიტორინგის ჯგუფების ინფორმაციით, რუსულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის ოლქისკენ მიმავალი დრონები ტვერის თავზე ჩამოაგდეს.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის შემდეგ ლენინგრადის ოლქში, უსტ-ლუგის პორტის ინფრასტრუქტურას ცეცხლი გაუჩნდა.