პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და თსუ-სთან აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ბანერებს ეხმაურება
.„პოლიტიკური ტრიპერის ანკესიანი ბანერებიც აქაა – ბიძინას მოსყიდულების აქციაზე.
სააკაშვილს ვგულისხმობ ცხადია“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები თსუ-ს პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ. აქციის სახელწოდებაა „საქართველო ივანიშვილის გარეშე“. დემონსტრაბტები რუსთაველის მიმართულებით მსვლელობას მართავენ.