აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის მიღებას იმსახურებს, თუმცა აღიარა, რომ ჯილდოს მიღების საკუთარი შანსების შესახებ დარწმუნებული არ არის. ამის შესახებ Reuters წერს.
ტრამპის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ნორვეგიის ნობელის კომიტეტი, რომელიც 2026 წლის პრემიის ლაურეატს პარასკევს გამოაცხადებს.
„არ ვიცი, როგორი იქნება მათი გადაწყვეტილება. მათ ასეთი რეპუტაცია აქვთ - როგორც ჩანს, ისეთ ადამიანებს, როგორიც მე ვარ, ჯილდოს არ ანიჭებენ“, - განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ პარასკევს ნორვეგიის ნობელის კომიტეტი 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატს გამოაცხადებს.
წელს პრემიის მიღების ფავორიტთა შორის სახელდებიან რომის პაპი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო და პალესტინის ტერიტორიებზე გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი.
რეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემდეგ ტრამპი არაერთხელ აცხადებდა, რომ მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოს იმსახურებს.
ტრამპის განცხადებით, პრემია მას ეკუთვნის, რადგან რვა კონფლიქტ მოაგვარა.