რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სალავატთან, დრონებით შესაძლო თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ Telegram-არხი Astra და სხვა მონიტორინგული წყაროები ავრცელებენ.
Astra-ს ცნობით, ხანძარი ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრშია. OSINT-ანალიზის საფუძველზე, ცეცხლი შესაძლოა „გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატის“ ნავთობგადამამუშავებელი და ნავთობქიმიური კომპლექსის ტერიტორიაზე ან მის მიმდებარედ იყოს.
ბაშკირეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა რადი ხაბიროვმა განაცხადა, რომ სალავატის ინდუსტრიულ ზონაში დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შემდეგ ხანძარი გაჩნდა. თუმცა, კონკრეტულად ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დაზიანება ოფიციალურად ამ ეტაპზე არ დადასტურებულა.
„გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატი“ რუსეთის ერთ-ერთი მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი და ნავთობქიმიური კომპლექსია, რომელსაც წელიწადში 10 მილიონ ტონამდე ნედლეულის გადამუშავება შეუძლია.