სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას რიგითი მოქალაქის სტატუსით მიიღებს. ამის შესახებ სერბეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება.
ვუჩიჩმა გადადგომის შესახებ განცხადება 27 სექტემბერს, საღამოს, გააკეთა. მანამდე პრეზიდენტმა საჯაროდ მიმართა მოქალაქეებს, რის შემდეგაც სერბეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადადგომის შესახებ განცხადებას ხელი მოაწერა.
სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 25 ოქტომბერს გაიმართება.