უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაზიანდა საუდის არაბეთის ელჩის რეზიდენციის შენობა.
ზელენსკის თქმით, თავდასხმების შედეგად კიევში ასევე დაზიანდა ორი საბავშვო ბაღი, ორი სკოლა, საცხოვრებელი სახლი, ავტოსერვისი, რამდენიმე საწყობი და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ობიექტები.
„მხოლოდ დღეს და მხოლოდ ერთ [ქალაქში] კიევში რუსეთის რეაქტიულმა დრონებმა დააზიანეს ორი საბავშვო ბაღი და ორი სკოლა, ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლი, ავტოსერვისი, რამდენიმე სასაწყობე ფართი და საკომუნიკაციო ობიექტი.
მსოფლიოში ყველგან ასეთი სამიზნეების არჩევას ერთი სიტყვით - ტერორიზმით შეაფასებდნენ. ამასთან, რუსეთს არც ერთი სამხედრო სამიზნე არ აქვს. ეს მხოლოდ ადამიანების გატეხვისა და ჩვენი საზოგადოების რაც შეიძლება მეტი წევრის დაჭრის მცდელობაა. სამწუხაროდ, არიან დაღუპულებიც. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს. ათობით ადამიანი დაშავდა.
მხოლოდ გუშინდელი დღიდან რუსებმა სხვადასხვა ტიპის 277 დამრტყმელი დრონი გამოიყენეს, მათგან 155 0 რეაქტიული“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, დაზიანებულ ობიექტებს შორისაა შენობაც, რომელიც საუდის არაბეთის ელჩის რეზიდენციად გამოიყენება.