უკრაინისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრები ანდრი სიბიჰა და აბას არაღჩი ერთმანეთს გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდნენ.
სიბიჰას ცნობით, მხარეებმა განიხილეს ნაბიჯები, რომლებიც მათ უკრაინასა და ირანს შორის დაძაბულობის გამწვავების თავიდან ასაცილებლად უნდა გადადგან.
„ჩვენი საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყნებს შორის დაძაბულობის შემდგომი გამწვავების თავიდან ასაცილებლად ორმხრივ ნაბიჯებს. ჩვენ შევთანხმდით, რომ არსებული კომუნიკაციის არხების ღიაობა შევინარჩუნოთ. ჩვენ ასევე გავცვალეთ მოსაზრებები ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში არსებულ ვითარებაზე, ასევე მიმდინარე სამშვიდობო ძალისხმევის სხვადასხვა მიმართულებაზე. მე მას კიდევ ერთხელ გავუმეორე უკრაინის პოზიცია, რომელიც მხარს უჭერს მშვიდობისა და სტაბილურობის უფრო სწრაფად აღდგენას ორივე რეგიონში“, – წერს სიბიჰა.