ბაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო.
სურსათის ეროვნულმა სააგენტოს ცნობით, ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტოს ინსპექტორებმა ბაგა-ბაღებიდან და სურსათის მიმწოდებელი კომპანიებიდან სურსათის ნიმუშები აიღეს და გამოსაკვლევად ლაბორატორიაში გადააგზავნეს. სააგენტო ლაბორატორიული კვლევის შედეგებს მიღებისთანავე გაასაჯაროვებს.
„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად დაიწყო მოკვლევა თბილისში ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე,
ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტოს ინსპექტორებმა ბაგა-ბაღებიდან და სურსათის მიმწოდებელი კომპანიებიდან სურსათის ნიმუშები აიღეს და გამოსაკვლევად ლაბორატორიაში გადააგზავნეს. სააგენტო ლაბორატორიული კვლევის შედეგებს მიღებისთანავე გაასაჯაროვებს.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაგა-ბაღებში, სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე მონიტორინგი განახორციელა და ინფრასტრუქტურის კანონმდებლობასთან შესაბამისობა შეაფასა. ამასთან, ბაგა-ბაღების კვების ბლოკებში, როგორც პრიორიტეტული მიმართულების ფარგლებში, აქტიურად გრძელდება სურსათის წარმოების სრული ჯაჭვის კონტროლი - სურსათის მიღების, შენახვისა და დამუშავების ეტაპებიდან მზა პროდუქტის გაცემამდე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის, საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო - ინტოქსიკაციის ნიშნები თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს აღენიშნება, მათ სამედიცინო დახმარება 6 კლინიკაში გაეწიათ. მათივე ცნობით, გამოძიების ფარგლებში უკვე გამოკითხულია 50-ზე მეტი აღსაზრდელის კანონიერი წარმომადგენელი და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები.
„ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია. კონკრეტულად რომელი პროდუქტი გახდა ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება. გამოძიება გრძელდება. ყველა ბაგა-ბაღიდან, სადაც ინტოქსიკაციის შემთხვევები დაფიქსირდა, ამოღებული იქნება საქმისთვის მნიშვნელოვანი ნივთები, დოკუმენტები და საკვები პროდუქტები",- აღნიშნულია ინფორმაციაში.