აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პოლონეთში აშშ-ის არმიის ბაზის შექმნის გზაზე „მნიშვნელოვანი პროგრესი“ იქნა მიღწეული.
ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა.
ტრამპმა თავისი „მეგობრის, პოლონეთის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის“ „გადამწყვეტი ლიდერობა“ შეაქო.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, თუ ბაზის შექმნა განხორციელდება, მისი ადგილმდებარეობის შესახებ „ძალიან მალე“ გახდება ცნობილი.
"შესანიშნავი ამბავია! ჩემი მეგობრის, პოლონეთის პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის, გაბედული ლიდერობის წყალობით, მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული პოლონეთში აშშ-ის არმიის ბაზის შექმნის მიმართულებით.
თუ ეს განხორციელდება, ბაზის ადგილმდებარეობის შესახებ ძალიან მალე გახდება ცნობილი.
ეს ისტორიული ნაბიჯი იქნება ჩვენი დიდი ამერიკა-პოლონეთის ალიანსისთვი", - განაცხადა ტრამპმა.