აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას არ სურს ირლანდიის გაერთიანების საკითხზე რაიმე პრობლემის შექმნა, თუმცა თავად სიამოვნებით იხილავდა გაერთიანებულ ირლანდიას.
„არ მინდა რაიმე პრობლემის შექმნა, მაგრამ გეტყვით, რომ სიამოვნებით ვიხილავდი მის გაერთიანებას“, - განაცხადა ტრამპმა დუბლინში, ირლანდიის პრემიერ-მინისტრ მიშელ მარტინთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, ირლანდიის გაერთიანება „საბოლოოდ მოხდება“ და „შეიძლება, ეს ახლა მოხდეს“. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ამ საკითხზე, ცხადია, გაერთიანებულ სამეფოსაც ექნება სათქმელი, თუმცა თავად გაერთიანებული ირლანდიის იდეას „ფანტასტიკური რამ“ უწოდა.