აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მიღწევა სურს.
„პუტინთან შესანიშნავი საუბარი მქონდა. მას შეთანხმების მიღწევა სურს“, - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ თუ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისაც სურს შეთანხმების მიღწევა, „ეს ძალიან კარგი იქნება“.
ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარი მას შემდეგ გაიმართა, რაც აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი უკრაინასა და რუსეთს ეწვივნენ. კრემლის მტიცებით,, საუბარი ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა.