ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 579-მდე გაიზარდა, ხოლო 1 924 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ეს მონაცემები 28 აგვისტოს საღამოს განახლდა და სამაშველო ოპერაციები კვლავ გრძელდება. იუწყება Reuters
ნეპალის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 538 ცხედარია აღმოჩენილი. 33 ქვეყნიდან 632 დაკარგულიდან 121 უკვე იპოვეს, 511 კი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა.
წყალდიდობამ გაანადგურა ან დააზიანა სახლები, გზები, ხიდები და ჰიდროელექტროსადგურები.
სამაშველო ოპერაციას ართულებს მეწყერების შედეგად ჩახერგილი გზები და მდინარეების ახალი ადიდების საფრთხე.
განსაკუთრებით საშიშია ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე წარმოქმნილი ხელოვნური ტბა, რომლის გადავსებამ უკვე შეაფერხა სამაშველო სამუშაოები და ახალი წყალდიდობის რისკი შექმნა.
წითელი ჯვრის შეფასებით, სტიქიამ სულ მცირე 93 000 ადამიანის მდგომარეობა გაართულა.
ნეპალის ხელისუფლებამ სამაშველო და სამძებრო სამუშაოებში 15 000-ზე მეტი ადამიანი ჩართო.
ბოლო მონაცემებით, ტიბეტში წყალდიდობას სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 558 ადამიანი დაკარგულად ითვლება. დაკარგულთა შორის დაახლოებით 260 უცხოელია