უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მიხაილო ფედოროვი იტალიის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი გახდა. ამის შესახებ ფედოროვი სოციალურ ქსელში წერს.
ფედოროვის თქმით, კროზეტოსთან შეხვედრა მისი საერთაშორისო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ციფრული ტრანსფორმაციისა და თავდაცვის ტექნოლოგიების სფეროში ახალი პროექტების განვითარებას ეძღვნება.
„გუნდთან ერთად საერთაშორისო მოგზაურობა დავიწყეთ, რომელიც დიჯიტალიზაციისა და თავდაცვითი ტექნოლოგიების სფეროში ჩვენი ახალი პროექტების განვითარებას ეძღვნება. პირველი შეხვედრა - იტალიის თავდაცვის მინისტრთან, გვიდო კროზეტოსტან. მადლობა მინდა გადავუხადო გვიდოს პირადი მხარდაჭერისთვისა და წინადადებისთვის, გავხდე მისი მრჩეველი თავდაცვით ინოვაციებზე. მადლობელი ვარ ნდობისთვისა და სტრატეგიული პარტნიორობისთვის”, - წერს ფედოროვი.
მისივე თქმით, მიუხედავად ახალი საერთაშორისო როლისა, მისი მთავარი მიმართულება უცვლელი რჩება და ის უკრაინაში იმ პროექტებზე მუშაობას გააგრძელებს, რომლებიც უკრაინის თავდაცვას აძლიერებს და საერთაშორისო რესურსების მოზიდვას უწყობს ხელს.