უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოლდოვის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავსირებით კიშინიოვში ჩავიდა.
ვიზიტის ფარგლებში ზელენსკი მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს, რის შემდეგაც რუმინეთის პრეზიდენტ ნიკუშორ დანთან ერთად სამმხრივ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
კიშინიოვში ასევე გაიმართა მოლდოვის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი, რომელშიც 2 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და სამხედრო ტექნიკა მონაწილეობდა.