აშშ-მა უკრაინას სთხოვა, არ დაარტყას რუსეთ, ვიდრე მოსკოვში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი ჯონ რეტკლიფი იმყოფება.
ამის შესახებ Axios ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
მედიაში მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეტკლიფი მოსკოვში ჩავიდა. ეს მისი პირველი ვიზიტია რუსეთის დედაქალაქში თანამდებობის დაკავების შემდეგ და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლის მიერ რუსეთისთვის განხორციელებული უმაღლესი დონის ვიზიტია იანვრის შემდეგ.
სიტუაციასთან დაახლოებული წყაროს ინფორმაციით, რეტკლიფის ვიზიტამდე აშშ-მა უკრაინას აცნობა, რომ მოსკოვში მაღალი რანგის დელეგაცია მიემგზავრებოდა, და კიევს სთხოვა, დელეგაციის გამგზავრებამდე რუსეთზე დარტყმები შეეჩერებინა.
რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტის შესახებ პირველად CBS-მა გაავრცელა ინფორმაცია. ამის შესახებ ცნობა მას შემდეგ გავრცელდა, რაც მოსკოვის აეროპორტში აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Boeing C-17A Globemaster III და ამერიკელი დიპლომატების კოლონა შენიშნეს.
ბოლოს CIA-ს დირექტორი რუსეთს პირადად 2021 წლის ნოემბერში ეწვია. მაშინ უილიამ ბერნსი მოსკოვში ჩავიდა, რათა კრემლი უმაღლეს დონეზე გაეფრთხილებინა, რომ აშშ-ს ინფორმაცია ჰქონდა უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის მზადების შესახებ.