შავ ზღვაში უსაფრთხოება უნდა აღდგეს. რუსეთმა უკრაინულ მარცვლეულს მსოფლიოს სხვა ქვეყნებამდე მისვლის შესაძლებლობა უნდა მისცეს. რუსეთი გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა სოციალურ ქსელში წერს.
„მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში კოორდინაცია აუცილებელია, რათა უკრაინას ზამთრისთვის მოსამზადებლად საჭირო ყოვლისმომცველი მხარდაჭერა ჰქონდეს. ევროკავშირი აჩქარებს უკრაინის მხარდაჭერის სესხის ამოქმედებას, რათა დაეხმაროს ქვეყანას საჰაერო თავდაცვისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაძლიერებაში.
რუსეთის ეკონომიკასა და მის „ჩრდილოვან ფლოტზე“ ზეწოლა გაგრძელდება და გაძლიერდება. რუსეთი სერიოზულად უნდა ჩაერთოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში. ესკალაცია გამოსავალი არ არის - გამოსავალი დიპლომატიაა.
შავ ზღვაში უსაფრთხოება უნდა აღდგეს. რუსეთმა უკრაინულ მარცვლეულს მსოფლიოს სხვა ქვეყნებამდე მისვლის შესაძლებლობა უნდა მისცეს. რუსეთი გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.
ჩვენ წინ წავიწევთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში. უკრაინის მომავალი ევროკავშირშია.
ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე ეს საჭირო იქნება, და ამ საშინელი ომის დასრულების შემდეგ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს მივაწვდით, რათა მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდეს", - წერს კოშტა.