ჩემმა ქვეყანამ მე-20 საუკუნეში ევროპული თავისუფლების ცეცხლი შეინარჩუნა, თქვენ ამ ცეცხლს 21-ე საუკუნეში ატარებთ“, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა კიევში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მიუხედავად რუსეთის აღმაშფოთებელი მუქარისა ჩემი ქვეყნის მიმართ, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას,“ - განაცხადა ენდი ბერნემმა.
„ვფიქრობ, რუსეთის ბარბაროსულ ქმედებებთან დაკავშირებით ჩვენს პოზიციას ყოველთვის მკაფიოდ ვაფიქსირებთ. ამას ბოლო ოთხი წლის განმავლობაში თანმიმდევრულად ვაკეთებთ და ამ თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა“, - განაცხადა ბერნემმა.
ბერნემმა ასევე შეაქო უკრაინელი ხალხის „უდიდესი სიმტკიცე“ და განაცხადა, რომ „ახლა არის რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლის შენარჩუნების დრო, დრო, როცა უნდა შევზღუდოთ მათი შესაძლებლობა, დააფინანსონ ეს უკანონო ომი“.
"უკრაინელი ხალხი არა მხოლოდ ჩვენს მხარდაჭერას, არამედ ჩვენს მადლიერებასაც იმსახურებს“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.