უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ანდრიი სიბიჰა საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა.
გადაწყვეტილებას მხარი 266-მა დეპუტატმა დაუჭირა.
„ჩვენ ომის გადამწყვეტ ეტაპზე ვიმყოფებით. ეტაპზე, როდესაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას სწორედ დიპლომატია იძენს. ეს თითოეულ ჩვენგანს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გვაკისრებს... ომის დასრულებაზე მნიშვნელოვანი არაფერია. გასული წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა... მაგრამ ვიდრე ომი გრძელდება... ერთად ვიმუშაოთ, რადგან ძალა ერთობაშია“, -- . განაცხადა სიბიჰამ.
მან ასევე განაცხადა, რომ ამ თანამდებობაზე დანიშვნას „უდიდეს გამოწვევად და უდიდეს პასუხისმგებლობად“ აღიქვამს.
კენჭისყრის შემდეგ სიბიჰამ ასევე ფიცი დადო.
უკრაინის უმაღლესმა რადამ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ევჰენი ხმარა დანიშნა.
თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ევჰენი ხმარას კანდიდატურას კი ხმა 312-მა დეპუტატმა მისცა.
ევგენი ხმარამ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მიხაილ ფედოროვი შეცვალა, რომლის გათავისუფლებას კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მოჰყვა.