18 აგვისტოს დილით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვის ოლქის დასახლებულ პუნქტ პეჩენეგზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - დაიღუპა 10 ადამიანი. არიან დაშავებულებიც.
ინფორმაციას ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეჰ სინეგუბოვი ავრცელებს.
ადგილზე მედიკოსთა ბრიგადები და სხვა საგანგებო სამსახურები მუშაობენ.
საოლქო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დარტყმის შედეგად დაზიანდა 10 კერძო სახლი, კაფე, ფოსტა, მაღაზია და სულ მცირე 7 ავტომობილი.